ზღვა არ იყო ლურჯი ფერის ..


ზღვა არ იყო ლურჯი ფერის.
ზღვაში მზე არ ხარობდა.
ხარხარებდა ლუციფერი
ჯოჯოხეთის ხაროდან.
ფრთები ფრთიანს დაეცალა,
სადმე სამარდებოდა.
მარტს საიედ არ ეცალა,
მაისს - სავარდებოდა.
სიყვარული, შებილწული,
ყველას ყელზე ეკიდა;
თვალს ხუჭავდა მეფისწული -
ვერ ითხრიდა ეკლითა.
ნაღმერთალი მონეტები
ყალბი იყო ცრემლივით...

და კვდებოდნენ პოეტები,
ციდან ჩამოცვენილი.

წყარო: www.biblioteka.litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი