ირგვლივ ბარხანებია ..


ირგვლივ ბარხანებია,
ხორშაკი და ხანძარი.

ხვლიკებს რა ჰყვარებიათ
ხრიოკებში ხვანცალი!

წყლისა არც ღარებია,
არც ჭები და...
არც წყალი.

- როგორ მეხარებინა
ჩემი მდოგვის მარცვალი?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი