0 44

თითქოს აღარ ვერანდება ..


თითქოს აღარ ვერანდება
გული, დარდში ჩამპალი.
აღარც ყულფი მელანდება-
ძველი თავშესაფარი.
ტარტაროზი, გაცვეთილი,
დაიკარგა ღმერთივით.
ვითომ იყოს სამწერტილი
საბოლოო წერტილი.
გამოვწრუპე შხამის ბოცაც,
როგორც ბოცა არაყის...

რა უნდა ვქნა, ნეტავ, როცა
თავის მოკვლაც არა ღირს?

წყარო: www.biblioteka.litklubi.ge

კომენტარები (0)