ბიულეტენი


სიყვარული  გრიპი არ არის -
ორჯერ და სამჯერ
ანდა ყოველ წელს,
ყველას კი არ შეუძლია, გადაიტანოს.
ჰოდა, მით უფრო ჭკვიანურია
სათანადო პროფილაქტიკა:
სანიტარ-საგრილებელთა ცვლა
თითქმის მალ-მალე.
ან თუნდაც ანას გახსენებები -
როგორც სიმპტომის,
უფრო სწორად,
ძირითადი სიმპტომებისა
(ყველასი არა, რა თქმა უნდა.
ზოგი სიმპტომის გახსენებისას
უკუჩვენება აღინიშნება)...
ჯერ - გრიპი ტოვებს რაღაც-რაღაცებს.
სიყვარული კი
ცოტა კიდევ უფრო ძნელია.
თუმცა... ვინ იცის?
თუ ვიქნებოდით უფრო ფრთხილები
ანდა - უფრო ობიექტურნი,
ალბათ ვიტყოდით,
ვისთვის - როგორო,
ანუ, პრინციპში,
გააჩნიაო
მაინც
ორგანიზმს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი