ის ფანჯრის მინას შეეხო ნაზად...


ის ფანჯრის მინას შეეხო ნაზად
და ნელმა სიომ მიესალბუნა,
მას, მორიდებულს აებნა თავგზა,
სიმორცხვისაგან თავი ჩაღუნა...

დარაბა გავხსენ, შევეხე ხელით,
შევიგრძენ თრთოლა ფოთოლთ ამქარის...
... და გამახსენდა კოცნა პირველი,
მასთან ბავშვური ტრფობის ამბავი...

გამახსენდა და ცრემლებად დავდნი...
მაგრამ ტირილი გახლდათ გვიანი,
რადგან ის იყო სპეტაკი ვარდი,
მე კი უბრალოდ _ ადამიანი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი