იქ დავამარცხებ ტკივილს...


წვიმის  ამხობდა მარში,
სულს _  მარტოობით ნაგებს,
შენც გამიფრინდი მაშინ
და ამითრთოლე ბაგე...

დღეთა სიყალბის დარად
მიედინება მტკვარი
და წუთისოფლის კარად
იწვის წარსულის კვარი...

... და მოლოდინის ნაღმიც,
ჩემში ფეთქდება უკვე: _ 
მარტოობისგან დაღლილს
მაწვდის სიახლის რუკებს: _

იქ ლანდად ვუჭვრეტ შენს თავს
და სიახლოვის საზღვარს,
იქ მომავალი ფეთქავს,
ცხრა მყინვარწვერად, ცხრა ზღვად...

იქ ბრწყინვალება დილის
თავს არ დამიხრის ყალბად,
იქ დავამარცხებ ტკივილს...
იქ დაგივიწყებ, ალბათ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი