გამოსათხოვარი


***
ახლა უშენობაც ვეღარ შემაწუხებს: _ 
თვისი გაიტანა ჟამთა ხმოვანებამ,
ფიცხლად გამომტაცა მსუსხავ შენს მარწუხებს,
სხივი გაზაფხულის ისევ მომანება...

მორჩა! _ ყოველივე უკვე დავასრულე,
წარსულს გავატანე ხინჯი დანარჩენი, 
ჩუმად მიგაბარე წინაპართა სულეთს...
მაინც მემძიმება შენი განაჩენი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი