მინიატურები


***
თუ ლომს ერჩი, (თუკი გენში
შხამის ღვივის უკვე თესლი),
უნდა ჩქეფდეს სისხლი შენში
ბეხრეკ მგელზე უკეთესი...

... მაგრამ როცა არჩვიც არ ხარ,
ეგ სიცხადე გშლის და გმარხავს...


***
ხმა ღაღადებს გაიძვერთა
გამაძღარი, მყრალი ლეშის...
უზნეობა გაიწვართა
სათნოების სავანეში...

... მან დაგვადო ბანაც ვალად,
ვინს სულს ხორცი ანაცვალა...


***
ვის ბერმუხა უჩანს კუტად,
ვისთვის მუხად ხეობს ბარდა,
ბევრი ლომი ჩამოკნუტდა,
კნუტმა გაილეოპარდა...

...არც ჩხავილით, არც კრიახით...
მხოლოდ გონით, გამჭრიახით...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი