*** (ქარი ღრუბლებს მიეძალა...)


* * *
ქარი ღრუბლებს მიეძალა,
მთვარე სულში სხივებს მალავს,
ჩანგი ჩუმად მღერის ნანას,
ცამ ჩასთვლიმა ცისფერთვალამ...

შენც იყუჩე, ფიქრო, კმარა!
_ გათენდება მალე?
_ არა!!!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი