გამოცოცხლება


ზღვა ახმაურდა, აღელდა: _
ტალღებს მიანდო გულისთქმა
მოგონებათა, ნაღველთა...
ლაჟვარდოვანი ყურისა
ზვირთად აენთო ლამპარი,
ქარმა დაჰქროლა მძვინვარემ,
ხანგადასული ზღაპარი
აახმოვანა მძინარე...
ზღვა ახმაურდა, აბორგდა,
ტალღა ტალღაზე ახალა
და უდროობის ნაყოფთა
თან გაიყოლა ჭაღარა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი