რა, ფიქრობთ თქვენზე აღარ ვწერ?!


(იუმორესკა)

რა, ფიქრობთ თქვენზე აღარ ვწერ?!
რომ თქვენი ,,ყულფი’’ მოვიშვი?!
შობას გილოცავთ, ახალ წელს...
თუ რამ გამომრჩა, ბოდიშით...
ნუმც მომეშალოს თქვენი ხმა,
ლოცვად რომ ამედევნება,
ჩემი ცხოვრების ფრთები ხართ, 
ჩემი ოცნების მტევნები!
ვუხმობ კუპიდონს მსტოვარად,
რომ გული მივცეთ ერთმანეთს, 
ქალთა ჯილაგი რომ არა
ვინ ვიქნებოდით ღმერთმანი?!
ვიდრე ზღვის მშთანთქავს ქაფები
ან ნიაგარის მორევი, 
თქვენს სურნელს დავეწაფები, 
თქვენს სავალს ვეამბორები!
და ეს მგზნებარე შაირი,
ეს ანთებული თვალები,
განცდები – მრავალნაირი
სულ თქვენი იყოს _ ქალების!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი