0 13

სუში


რაის სუში?!
სუში რაა,
თოხლი მესმის ჩალაღაჯის!
ვგონებ წყალში ფულის ყრაა
აქ ზედმეტი დანახარჯი!
ქართველი და სუში ერთად
მე მგონია აგონია, 
დავითის დროს იცის ღმერთმა
სუში გრამიც არ გვქონია!
მაგრამ გვქონდა ჩალაღაჯი, 
მადაც გვქონდა, მგლური მადა!
,,ენერგიაც ისე ვხარჯეთ,’’
რომ რუსთველი დაგვებადა!
ახლა ,,ახლით’’ თავი მოგვაქვს,
წუთისოფლის ფრთალაღ სტუმრებს,
სამშობლოც და ძველი მოდგმაც
,,იმის იქით’’ გავისტუმრეთ.
 		ხოდა იმათ, ვინც ჩვენია,
ჩავაფურთხოთ კიდეც სულში?!
მე ხაშლამა მირჩევნია
თქვენს ხამანწკას და თქვენს სუშის! 
P.შ.
რაც მავანს სუში აქვს ჩანახეთქი, 
ააყვავებდა ქართლს და კახეთსაც!
კომენტარები (0)