ნოემბრის ცამეტი


ნოემბრის ცამეტი _
ამინდი წვნიანი,
ცა უფრო სხვა, მეტი,
ვიდრემდის შობილა.
ქარი კი კლარნეტით
აჯაზებს ტყიანად 
და მაინც ამ რეტით
ვრჩები შენს ძმობილად!
ბურუსი წრიალებს
და წვიმაც ამეტებს...
ამინდით წვნიანი _
ნოემბრის ცამეტი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი