0 40

ქალი


ქალი _ ხან ქარი აშარი,
ხანაც ბანგივით მთრობელი,
ხან სალი კლიდიდან ნაშალი
ლოდივით დაუნდობელი.
ხან ფაშატივით თავნება,
მარტის ტაროსის ნაირი:
ხან ვიქტორია _ ზღვა ვნება,
ხან _ დუნედ მსრბოლი ზაირი.
ბედი რომ გსახავს მაცილად,
მზის თაკარ სხივს რომ დაგაფშვნის,
მერე სეტყვით რომ დაგცხრილავს,
ქალის ხელია ამაში...
ტრფობას მოგახლის შხამიანს,
გულს გამოგფუფქავს ღადარზე,
ქალი ის ქარიშხალია,
მსხალს გაბერტყინებს ჭადარზე!
რაც უნდა სულის დიდება
და უკვდავება დათესო,
სჯობს ქალის გადაკიდებას
პირსისხლად მტრობა ჰადესის!
გინდ დავლა უძღვენ დასტებად,
გინდაც ანდერძი აუგე,
მაინც ვერაფრით ჩასწვდები,
ვერც ვერასოდეს გაუგებ...
კომენტარები (0)