*** (შენს ნაკვალევს კვლავ მივყვები...)
შენს ნაკვალევს კვლავ მივყვები, შენს თბილ ღიმილს ისევ ველი, შენი მჯერა... კვლავ ვბრიყვდები... კვლავ საკბენად იწევს გველი... რაღა გითხრა სხვა სიტყვები: -- მხოლოდ შენ ხარ ჩემი მკვლელი! შენს სარკმელთან დღესაც ქარი მომეტებით დაჰქრის, მღერის, მე კი ქარში გულდამწვარი ამაოდ გწერ ისევ წერილს.. დამიბნელე ორთავ თვალი მხოლოდ შენ ხარ ჩემი მკვლელი!
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი