იყავ ყოველთვის ნაზი..

იყავ ყოველთვის ნაზი, 
როგორც სურნელი ვარდის,
მთრობი, ამრევი თავგზის
და მოკავშირე მარტის.
იყავ ზვიადი, გგვემონ,
ნებას ნურავის მისცემ,
ახალგაზრდობის გემო
არ მეორდება ისევ.
არ შეუშინდე მერმისს,
ღვთისკენ გეჭიროს თვალი,
იყავ მსაჯულიც, კერპიც,
ოღონდ ყოველთვის _ქალი.