ელეგიური


(შავი იუმორესკა)

ჩაბნელებულა სხივი მომავლის,
კოპებშეყრილი სიპს ეფარება...
დღეს თუ გველი ხარ, _ რწმენით მცონარე,
სულ ადვილია ცოდვის ტარება...

დემოკრატიის ტკბილი ნესტარი
სულის სიმშვიდეს ექცა სამსალად,
ვაი ჩვენს პატრონს! _ რას მოვესწარით: _
კაცმა კაცობა კაცში გაცვალა...

განრისხებული დაგვცქერის ძე ღვრთის,
არს კი საშველი?! _ მაგას ნუ მკითხავთ!
დემოკრატია კასრია ნეხვის?! 
საქართველო კი საცდელი ვირთხა?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი