0 59

ალბათ ძნელია ...


ალბათ ძნელია _ ისე გიყვარდეს,
არ გაფიქრებდეს წამით მყობადი: _
ყველა მტკივნეულ დასმულ კითხვაზედ
გასცე პასუხი ვარდთა ჭკნობამდის...

ალბათ ძნელია _ იგრძნო წინასწარ
შენ აღსასრულის დღე და საათი: _
გესმას ციური ჰანგი წმინდანთა 
და ქვესკნელიდან _ ბილწთ მასლაათი...

რარიგ გმემაა _ გულთან ამურის
ვისაც ისარი გაჰკარებია,
ვისაც სჯეროდა ბრმად სიყვარულის,
ის კი ერთხელაც არ ჰყვარებიათ...

და რა მძიმეა _ ჩაჰკლა ზმანება,
გულს კი სიცივე, იჭვი გიხრავდეს,
ვერ განიცადო შენ ტრფიალება: _
ისე დაეცე, არ შეგიყვარდეს...

მაგრამ ბედი თუ შენთან მარულობს _ ]
მიჰყვე ბოჰემის ქუხილს ქარანს
და დაიღუპო უსიყვარულოდ _ 
ეს კი ნამდვილად შესაზარია!
კომენტარები (0)