შემოდგომა


იწვის ზღვის კიდე,
მზე სულს იმშვიდებს,
ტალღა ტალღაზე სხლტება, გორდება...
და მონატრებულ თვალთა სიმშვილდე
ჩემში ცოცხლდება და მეორდება...

რა სინატიფე და გულწრფელობა
მე შემიგრძვნია, ოჰ, ამ თვალებით: _
ეგზომ მზიური სულის ქველობა, 
მნათი სისპეტით და მოკრძალებით...

ჟამთა დინებას (ჯერაც არ მჯერა)
თან მიესვენა იგი მშვენებით,
აწ ეს თვალები მექცა სასჯელად _
სავსე სიცივით და შეჩვენებით...

... და მე გეძახი მეხტა ტეხაში,
იჭვი წყეული მიპყრობს ბოლომდე: _
მაგ მზისფერ თვალთა გარდატეხაში
ბრალი მიმიძღვის ნუთუ მხოლოდ მე?!

წარსულის ლანდთა ჩუმი ციალი,
გრძნობათ სინაზეს აკრთობს ზმანებით,
ვით შეწირულთა სულთა ზრიალი _
სულს ალმოდებულს მგლოვიარებით...

... შენ შორს ხარ... შორს ხარ... და ცრემლი მცვივა
და ღაწვებს ჩემსას ევლება ზღველად...
გავცდი სიცივეს... და მაინც მცივა...
გავცდი სიბნელეს... და მაინც ბნელა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი