0 27

*** (მახსოვს ალერსის ნამი...)


მახსოვს  ალერსის  ნამი;
გამოუთქმელი ფიცი...
მზიანს  გადარებ  ამინდს,
წვიმის  მერე  რომ  იცის.
ალერდს  გადარებ  მარტის
და  თიბათვის  ხვატს  ქარულს,
ხარ  გაუფრკვნელი  ვარდი:
ჟინს  რომ  აღვივებს  ფარულს...
წყაროს  გადარებ  მთისას ---
წმინდა  სახებას  ბროლის, 
ხარ  ნორჩი  სხივი  მზისა --
სიოს  ალერსით  მქროლი.
ტალღავ ,  მღელვარე ზღვისა, 
ფერო  ლაჟვარდის  ტბორის,
იქნებ  ფიქრი  ხარ  სხვისა;
იქნებ --- ოცნება შორი?!
...დე  მუდამ  გრძნეულ  ძალით:
იდუმალ  ალით  მწვავდე ---
გერქვას  უბრალოდ  ქალი
და  სხვებს  არაფრით  ჰგავდე!
კომენტარები (0)