*** (მე მიყვარს შენი თვალების ფერი...)


მე მიყვარს შენი თვალების ფერი
და მელანდება შენი ტუჩები;
მწიფე ისეთი, ვით ნოემბერი,
მაგრამ  თავნება... მაგრამ  ურჩები...
თუ რამ  შევცოდე, რამ დაგიშავე,
გთხოვ  მომიტევო  და  დამიყვავო, 
მე  წრფელი  გული  გადაგიშალე --
(გულახდილობა  მართებს  სიყვარულს...)
შენ კი გამირბი... მტოვებ ეულად...
არად  ვანაღვლებს  ჩემის  ზმანებით --
სხივად  ვიქცევი  ცისკრისეულად, 
თუ  უფსკლულისკენ  დავექანები...
კენტად  შთენილი  ყალბი  მარკესი
ვიღრწვი, ვსაზრდოობ  სხვათა  ფრაზებით, 
შენ ერთი  სიტყვაც  ჩემი  არ  გესმის,
მაგრამ  არ  ძალმიძს --- ვერ გიბრაზდები...
ვერ გთმობ... მიმწუხრზედ  ლექსად  გიგონებ, 
ტალღა სიცხადის  მელტვის და მითრევს, 
ვებღაუჭები  შიშველ  სტრიქონებს
და უპასუხოდ  ამოხსნილ კითხვებს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი