ლექართი


შჳილო, ბევრჟე მითქომ: 
-წჳრილფეყ-დიდიანა 
სოფელს აგდებენ და ქალაქშ მიდიანავ! 
აბა ვისთვის ვლეწო გლეხმა კალოები, 
როცა ფუძეს ასე აუბრალოებენ... - 
როცა სახლს ყიდიან მამულ-მიწიანა, 
კუთხე იყიდების, განა იციანა?! 
კომლ კი აღარ ადის ქართულ ქოხები და 
ეზო-მენაჴებიც ემაგ ოჴრდებიან. 
ერდენა წყალითა და ქოთნი ლობიოთი 
დღევანდელობამდის ტკბილა მოვდიოდით. 
დღე კი დაიმირწყეს კუთხე ზურმუხტული, 
მარტო ჰა გზით წავა გლეხ-კაც ქურმუხულით?! 
შჳილო, ბევრჟე მითქომ: 
-წჳრილფეყ-დიდიანა 
სოფელს აგდებენ და ქალაქშ მიდიანავ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი