* * * (მიდიხარ... არაფერს მიტოვებ)


მიდიხარ... არაფერს მიტოვებ,
გაცილებს გზა - წითელლოყება;
ვდგავარ და ვუყურებ იმ რტოებ-
დაფერთხილ ხეივანს... მოგყვება:

ამინდი - სიცივის ჯერადი,
ზამთარი... ყინვა და სახადი...
მე კიდევ, იმდენად მჯეროდა,
წასვლამდე ერთხელაც გნახავდი.

გრიგალი ეშვება ზეციდან;
დაბრუნდი, წითურა ფოთოლო, -
იქნება ამაღამ შეგცივდეს,
ან სულაც, უდროოდ მოთოვოს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი