წასვლისა


სოფელს მთვარისკენ გაუწვდია სველი თათები
და უკვე ქარმაც სექტემბერი წელში მოტეხა...
ხვალ დილით ისევ ქალაქისკენ მივემართები,
შენ - ვერ მოდიხარ.

თანდათან ცაში იზრდებიან ღრუბლის ჭუპრები,
შემოდგომა კი დაყრდნობია სოფლის ხარიხებს.
მე კვლავ ქარიან ამინდებზე გესაუბრები.
შენ - ხმას არ იღებ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი