ფოთლები პეშვებით


ქალაქში ფანჯრები მიხურეს,
ქარმა კი ამინდი ჩატეხა...
მეც ბნელი თვალებით გიყურებ,
კიბეზე თუ როგორ ჩადიხარ.

ნაცნობი ქარები ბერავენ,
და ვფიქრობ ცხოვრების დრამაზე,
რომ ჩემგან, ძვირფასო, ვერავინ
ვერ წავა შენსავით ლამაზად.

მერე ცა მიწამდე ეშვება
და მზერას მიჰყვება ქალაქი.
ქუჩას კი ფოთლები პეშვებით
მოაქვს და კარებთან ალაგებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი