ვერ გავძლებ უშენოდ...


გავყურებ იმ დღეებს, 
სადღაც რომ წავიდა,
ვიცი რომ, 
არასდროს არ იტყვი: მიყვარსო!
უშენოდ, 
უბრალოდ სიცოცხლეც არ მინდა,
უშენოდ, 
სუნთქვაც კი ძნელია ძვირფასო...
ეგ შენი ნებაა, 
რაც გინდა მიწოდე,
გავლიე ცხოვრების 
ვაკეც და ფერდობიც...
მე შენთვის ვცოცხლობდი აქამდე, 
იცოდე,
შენს გარდა, 
უბრალოდ არავის ვენდობი...
დრო ისეთ 
სიურპრიზს მახვედრებს ხანდახან,
უშენოდ 
გასული ყველა დღე ბნელია...
უშენოდ 
გულიც კი ჩერდება თანდათან,
უშენოდ უბრალოდ, 
ფიქრიც კი ძნელია...
უშენოდ 
ვერ ვხედავ საერთოდ ვერაფერს,
სამყაროც 
კისერზე მაწევს ლოდივით...
ტკივილი, 
რომელიც მატკიებს ყველაფერს,
ღვინოში ჩავკალი, 
ნაცნობი ლოთივით...
გაჩუქებ 
ლექსებად აწყობილ სტრიქონებს,
ბოლომდე ვიყვირებ, 
ისევ გამეტებით...
გავყურებ იმ დღეებს 
და ისევ გიგონებ,
უშენოდ, 
მიწაზე, აქაც ვერ ვეტევი...
გავყურებ იმ დღეებს, 
სადღაც რომ წავიდა...
არ მინდა 
სიყვარულს ზურგი რომ ვუჩვენო...
უშენოდ, 
უბრალოდ, სიცოცხლე არ მინდა...
ვიცი, რომ 
ვერასდროს ვერ გავძლებ უშენოდ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი