0 294

სიჩუმე მიყვარს!


უაზროდ მიყვარდა სიჩუმე ყოველთვის,
ეს გრძნობა სადღაც, სულ სხვაგან მრიყავს...
მე ვარ - ყველაზე უბრალო პოეტი... 
პოეტი, 
რომელსაც სიჩუმე მიყვარს...
მივყვები ბილიკებს, ფიქრებით სავსეს,
გულით ვატარებ ნაომარ რითმებს...
აქ, სადღაც ქრისტე, ჯვარს ჩემთვის აცვეს 
და ჩუმად, 
ახლაც ჩემს ცოდვებს ითმენს...
რითმებად შევკარი საშენო სიტყვები,
აღარ ვარ ისეთი, სხვა რომ ვერ ამჩნევდა
და მაინც, 
ცხოვრებას ჩუმად მივყვები,
ჩვევად კი ისევ, სიჩუმე დამჩემდა...
დამტოვე შიშველი სიჩუმის ამარა
და მაინც, 
ჩუმად ვეტრფი მაჟორებს...
გახსოვდე ისეთი, როგორიც ახლა ვარ
პოეტი, რომელსაც სიჩუმე გაშორებს...
კომენტარები (0)