მზე დავინახე

მზე დავინახე ჩემს ფანჯრებთან მასლაათობდა
წყვეტილ-წყვეტილად ჩამოჰქონდა ქროლვა გარიჟრაჟს
მეხით ნაცემი მუხა ნთქავდა სურნელს საცხობთან
იწვა მესერი რომელიც ამ ეზოს არტყია.
გაუგებარი სინანულით ახელდა თვალებს
ჩუმი ნიავი - მოჰყვა იგი დილას სუსხიანს
შხამით აღმავსო საამსოფლოდ და სავალალო
შედეგი მძიმე ეზიდება სადაც გულია.
კართან ვეება ძაღლი წკმუტავს აბჯენს ცერა თითს
ბოქლომს რომელსაც შესასვლელი გულზე მტკიცე აქვს
და მიპყრობილი შორს ქაუჩად მისი მზერანი
ჭუჭრუტანაში ოდნავ სწვდება ჩემს ცალ იღლიას.
ალბათ მოშივდა, მაგრამ ჩემი ძახილის ხმაზე
ოდნავ შენელდა და მიზიდა თათები უკან
შემდგომ ჩუმ ნიავს ბჟღალ თითებით ტოტებზე დამკვრელს
კართან ეომა სად ათასი გზები უვლია
მზე დავინახე და აინთო შირმები ტიხრის
მომავლისაკენ დავიძარი მინელდა ისიც
შემოჩვეული ბნელი ღამე სამოსელს იხდის
ფორთოხლისფერი უკვე მიმზერს თვალში აისი.
მე დავინახე გაჭვარტლული თუნუქის სურას
მზე არეკლილი როგორ ცემდა მკვეთრად ნაბიჯებს
მე შემომხედა, დაინახა სითბო ვუსურვე
და მისი სუნი შორს კელდებზე როგორ გავფინე.