0 122

პარალელები


ოცდამეერთე საუკუნე ჰქვია ეპოქას,
ოცდამეერთე ტყვია მომხვდა ხელზე მარჯვენა,
თუ საკუთარი ლექსი არის ჩემი მეტოქე,
მაშინ არ მრჩება სტრიქონებიც ამოსარჩევი.
თვალებდახრილი, კილომეტრებს ითვლი ასამდე,
ყველა სიტყვამდე ტირეები ისე გამიჯნე,
გავხდი უქვეყნოდ დარჩენილი შავი ფასადი,
ვგრძნობ სიკვდილამდე დისტანცია არის ნაბიჯი.
ნორმა იცვლება, გაიბზარა უკვე ის ბროლი,
რომელსაც ადრე ვიყენებდი, იყო სამხარი,
საკუთარ თავთან ნამსხვრებით ერთხელ ვიბრძოლე,
გამომელია ცხრა სიცოცხლე, ცხრა მთა, ცხრა მხარე.

ჩემი გული კი, ცარიელი არის ეშმაკი,
(მისარგებლია ბაწრით, ტოტით, ხიდით, სკამითაც)...
ანგელოზისგან ნათხოვები ბედი მეშმაგა,
საფეთქელზე, რომ იარაღის ლულა გამითბა.

მე თავს არ ვიკლავ, საჭიროა ვიცი არაფრით,
ყველა სუიციდს, თავიდანვე ახლავს სიფითრე,
გამოვბრუნდები, ცოდვა არის ყველა ქარაფი,
როდესაც სიკვდილს სიკვდილითვე გადაიფიქრებ.
კომენტარები (0)