ქარის წისქვილები (ანუ მე მაინც მოვალ)


ცრემლების სადგური – თვალიდან ტუჩამდე,
გავლიე... გაზაფხულს აკლია წუთები,
მზის სხივებს მზერამდე ბოლო არ უჩანდა,
ზედმეტი სინათლით მრღნელივით ვწუხდები.

რიგები ხეების აქედან იქედან,
გასდევდა დანგრეულ წარსულის დროებას,
სიკვდილი სიცოცხლეს აბუჩად იგდებდა,
საკუთარ სინდისზე თავი რომ მოება.

გადიან წლები და ბანალურ ქმედებით,
კადრების შუალედს შეავსებს სიშავე
ვიზრდები და ზუსტად სწორედ იქ ვჩერდები,
კითხვა რომ მიჩნდება - რას უნდა ნიშნავდეს?-
ამდენი ტყუილი, ღალატი, ლირწობა,
გინება, მრუშობა, ხსენება აუგად...
ხანდახან მანქანას არ შველის მიწოლა,
ასევე მტკიცების გარეშე საუბარს.

ასეა, ბერდება სიტყვები დრო და დრო,
ფიქრებიც არეულ ამინდებს ერთვიან,
სიკვდილის მოსვლამდე გაგება მოვასწროთ,
რომ ჩვენი მსაჯული მაღალი ღმერთია.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი