პარიზი. ვერსალი ..


პარიზი. ვერსალი. სიჩუმის ბუნაგი,
მკლავებში თმებია, პომადა კისერში,
დაორთქლილ ვნებაში წყურვილი მსუნაგი,
წყურვილში - დამხრჩვალი ფიქრების გიშერი.

ვშორდებით ერთმანეთს, ტირიხარ ბავშვივით,
მე თითქოს გულქვა და ამავ დროს ამურით,
იოგებს ვძაბავ და კანკალით - დამშვიდდი!...
პარიზი. ვერსალი. ცრემლების ხმაური.

მდინარე გვიქადის დახრჩობის მისიებს,
კრძალული ჟინი და კახპობა მადამთა
ხიბლავდა ვიღაცა პარიზელ მისიეს...
პარიზი. ვერსალი. სამოთხე დამთავრდა.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი