გარეთ დილაა, ზაფხულია, სველი კერტები ..


გარეთ დილაა, ზაფხულია, სველი კერტები,
კიბორჩხალები დაცოცავენ უფრო გვერდულად,
გავბედავდი და ამ ერთხელაც შევიკედლებდი,
ვიღაც მდედრობითს...
ოცნებაა არ დამემდუროს.

ჩამოატარებს თეთრ „პლიაჟზე“ სიმინდს მოხარშულს,
ბაბუ... შემდეგ კი ქუნჩალების ბარიკადები,
ლამაზი გოგო...
ვეღარ ითმენს გული ოღრაში,
რომც დაიყვირო, გაკოცებ თქო...
- არ იკადრებო.

შემდეგ (საღამოს) ბათუმური ლუდით დამთვრალებს,
გვყოფნის სიცივე და დავცინით სუნთქვის სიმძიმეს,
მოღვაწეობას ყოლველ ღამით ასე ვამთავრებთ,
როცა ქალაქი ვარსკვლავების დათვლით იძინებს.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი