www.mun.ge (მუნჯის ნაამბობი)

მე მოგიყვებით, 
უფრო სწორად დავწერ 
ჩემს სათქმელს. 
სათქმელს, რომელიც 
ხშირად მომადგება ხოლმე ენისწვერზე 
და იქვე დამიწდება სამუდამოდ. 
მე იშვიათი ადამიანი ვარ, 
მშვენიერი სმენა მაქვს, 
სიმღერის არა, 
უბრალოდ მესმის... 

ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, 
როცა ადამიანები საუბრისას ხელებს იყენებდნენ, 
მე კი მხოლოდ ხელებით ვსაუბრობ. 
დამცინიან ხშირად, 
მეც მეცინება ხოლმე, 
საკუთარი თავი მიმი მგონია. 

გუშინ ქუჩა მკითხა ტურისტმა, 
მე კი გამეღიმა და ხელით ტუჩები შემოვიხაზე, 
მერე კი მაჯები გადავაჯვარედინე... 
ალბათ მიხვდა რაც ვიგულისხმე და გამეცალა. 

ლექსებს ვკითხულობ ხშირად, 
საზოგადოების თავშეყრის ადგილას, 
ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით ვკითხულობ... 
თვითონაც ვწერ ხოლმე, თუმცა სათქმელი ბევრი მაქვს, 
მაგრამ ვერ ვამბობ, მხოლოდ ვწერ, ან სხვას ვუსმენ. 

კისრის მალები მტკივა ამ ბოლოს... 
ბევრი ნაცნობი მხვდება. 

კარგად ბრძანდებოდეთ... 
შემდეგ ჩართვამდე. 
F.M. „თვალები - სულის სარკე“

წყარო: litklubi.ge