სავარჯიშო #1 (I ვარიანტი)


დილაა იშვიათი, რომ არ ღირს დატირება,
ვიღაცა გაიფიქრებს, ესეთი როგორია,
ყავასთან ჭიანჭველის ჯგუფები მატარებენ,
საწოლში უსახელო დაგორავს გოგონია.
სიცხეა, გეგონება მზე არის პაემანი,
და ცდილობ კორიდორის სიცივეს დაემონო,
და ცდილობ დათვალო მეზობლის პატარები.

დღეს ალბათ ხუთშაბათმა, ასეთი უნაირო -
ამინდი გადაწყვიტა ჩვენთან, რომ მოეტანა,
გახედავ გეგონება უცხენო უნაგირი -
მთელი დღე... გარეთ კი წვიმაა მოედანი.
და ისევ დედამიწამ შეწყვიტა გაღიმება,
და ისევ მოვლენ და მტვერივით აგიღებენ,
წინა დღით თუ დათვერი, მეზობლებს თუ აგინე...

ძნელია ყველაფერი, ძნელია რომ დაფიქრდე,
ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაც, გითვლიან მერამდენედ,
სხვები კი უკითხავად მაძღარი სტომაქივით,
გხაზავენ მორკალულად და გავხარ მერიდიანს.
ღიმილი ძნელი არის, სიცილი გაცილებით,
ოცნება თუ გაბედე სიზმარში გაცილებენ.
სტანდარტი დაცულია და ალბათ ნორმატივიც...

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი