მეხუთე რეალობა


ერთი
უძველეს წელთაღრიცხვით ორასი წელი,
ღამე რომ მტვერში ისვრებოდა, უცქერდა მთვარე,
გვერდით ეყარა ბილიკები, თვალებით გწერდი,
ამბებს, რომლებიც მოხდებოდა გრძნობების გარეთ.

ორი
ასოცი წელია და ვიწამეთ ქრისტე,
გვიან მე უფრო, ვიდრე შენ და... მოგბაძე ანუ,
„ჭორი“ ძნელია, გადაწყვიტო წარმართებს მისცე,
გქვია რადგანაც უფლისადმი ლოცვების ბანი.

სამი
ათამდე საუკუნე გავლიეთ ღმერთით,
შედეგს ვერცერთი გავექეცით (უბრალოდ)... როცა,
ღამით - „უფალო შეგვიწყალენ“ და „ამინ“! - ვერ ვთქვით,
შემდეგ კი სული რწმენისაგან, უბრალოდ მორჩა.

ოთხი
ვიხსნებეთ ღიმილით და ხარხარით უფალს,
ვწვებით, არ ვაკლებთ ერთმანეთსაც ამაზრზენ არშიყს.
მოხრილ მუხლებით მივუსხდებით უღმერთო სუფრას
ვნებით მივირთმევთ საკუთარ ძვლებს, ლანგარზე გაშლილს.

ხუთი
არ ვიცი რა იქნება, არც მინდა ცოდნა....

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი