0 131

უბრალოდ


უბრალოდ ახლა გვიანია, რომ დამელოდო,
ანდაც იფიქრო დავბრუნდები შაბათ-კვირისთვის,
გაგეღვიძება წყალს გაატან სიზმარს მდელოსთან,
და თავს მოიკლავ ოცნებებში, ანდაც პირიქით...

უბრალოდ ახლა ყველაფერი არის სიცრუე,
განმარტებები - „გეფიცები“ და მისთანები,
შენ ნაპირიდან ნაპირამდე ლამობ მიცურო,
ხვდები რომ ესეც ამაო და თავს ანებებ.

უბრალოდ ახლა დამიჯერე უკვე აღარ ღირს,
ვარკვიოთ ღამე როგორია, თეთრი თუ შავი,
მომწყინდა - შენი სიყვარულის ვიყო მაღარო,
რომელიც მხოლოდ იმედების ხარჯზე მუშაობს.
კომენტარები (0)