0 91

წნევა


მარტია. მერამდენედ დამღალა ამინდებმა
ღმერთმანი დილაც კი უჩვეულოდ მოიღუშა,
ვამძაფრებ საკუთარ თავს წყეული მოპასანით.

ღამით არც ბანალური სიზმრები დამინდობენ,
ვერც იმის გაფიქრება შეპარვით - მოდი ყურში...
ეს ჩემი იშვიათი სურვილი მოგახსენო,

ზამთარმა გადაწყვიტა დარჩენა ოთახებში,
ბუნების კანონები „ცალ ფეხზე“ გააგზავნა,
წვიმა კი, შეუცვლელად ფანჯრების მოახლეა...

ვენებში გაყინული ორი წლის ოჯალეშით,
დავდივარ, გეფიცები ბოლთასთან შორი-ახლო,
და ვხვდები ეს ცხოვრება ღვინოში გავაზავე.

თუ ვინმემ მომიკითხა, დასცინეთ უმოწყალოდ,
რადგან ჩემს გულის ცემას მე თვითონ ვერ ავიტან...
ვდგავარ და ხელთ მიპყრია ოთახის უმი წყალი,
და ეზოს (ველურ) კატებს გავყურებ ვერანდიდან
კომენტარები (0)