2 ტანკა


უშენობა

სიო რომ არა,
არ იქნებოდა ყინვა,
ანდაც სიცივე,
ჩემს ბაღში ისევ დადის,
უშენობის ბილიკი.


შენობა

შენი მკლავები -
კისერზე ისვენებენ,
ღამის ხუთია,
ზურგი არის კედელი.
ანუ შენ ხარ კედლისკენ.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი