შენ ხარ მოხუცი ..

შენ ხარ მოხუცი (დედაბერი), რომელიც მოკვდა,
ანუ იყავი. თებერვალი მოკლეა მუდამ,
დიდი ხანია ძაღლს მობეზრდა სავარძლის ლოკვა,
რომელსაც ისევ (როგორც ჩვევა) გადაწმენდს კუდით.

გყავდა შვილები (სამწუხაროდ არ მახსოვს რიცხვი),
შვილიშვილებსაც ვერ ითვლიდი, სახელებს წერდი
წიგნაკში, (სახეს ღებულობდი თითქოსდა იცი)
და არასოდეს არ დასვამდი სახელთან წერტილს.

გახსოვდა ომი, რეპრესია, ბლოკადა, მკვდრები,
მაშინაც როცა წყალს უსხამდი ნაადრევ ქონდარს,
გამოტოვებდი არასოდეს სოფელში კრებას,
სადაც ყოველთვის უმთავრესი ადგილი გქონდა.

ფანჯრების იქით ზამთარია, უთუოდ ცივა,
დაბერდა ბაღიც, შეერია ჭაღარა თმაში,
სადაც ეყარა ნაპირ-ნაპირ ზვინებით თივა,
ახლა კი აღარ... ერთი სიტყვით ეს იყო მაშინ...

შენ ხარ მოხუცი (დედაბერი), რომელიც მოკვდა,
ანუ იყავი...

წყარო: litklubi.ge