ჩემი სახლი დგას, შენი სახლის ჭადრის გადმოღმა ..


ჩემი სახლი დგას, შენი სახლის ჭადრის გადმოღმა,
არ შეიძლება პირიქით რომ იყოს, არაფრით,
მჯერა ყოველდღე ალიონზე ჩემთან გადმოხვალ,
და ამისრულებ მიმდევრობით თითო ჩანაფიქრს.

დავსხდებით ერთად, მოშორებით, ანდაც პირისპირ,
შენ კი პატარა ბავშვის მსგავსად გამოყოფ ენას,
ვიცი სურვილებს თავს მოვუყრით შაბათ-კვირისთვის,
რომ შევეჩვიოთ დასვენების გამოყენებას.

სასაცილოა ყველაფერი, ჩვენაც ვიცინით,
სულ უმიზოზდა, სულ ტყუილად, სულ უპაუზოდ,
გარეთ კი თეთრი, ზამთარია თბება სიცივე,
ჩვენ ბავშვებივით ვლაპარაკობთ სანტა-კლაუსზე.

ცაზე ღრუბლებმა დაგვიხატეს ლომის ფაფარი,
თითით გაჩვენებ ანტილოპას, სპილოს, ლეოპარდს,
ვზივართ ზეცაზე, ყველაფერი მგონი აქ არის,
თუმცა ეჭვი მაქვს, რაც კი არის, ჩვენ არ გვეყოფა.

ჩემი სახლი დგას შენი სახლის ჭადრის გადმოღმა,
არ შეიძლება პირიქით რომ იყოს, არაფრით,
ვიცი დატოვებ ყველაფერს და ჩემთან გადმოხვალ
და ამისრულებ რიგ-რიგობით ყევლა ჩანაფიქრს.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი