X


მე მახსოვს ის დღე, მადამ X რომ
იყოფდა ჩემთან ერთად სარეცელს,
მინდა სურვილი დავაფიქსირო,
რომელიც უკვე ვეღარ გავრეცხე.

ვიცი, დღეს უკვე ღმერთი წავიდა
ჩემი გულიდან... დღეებს არ ვითვლი,
არ მეფიქრება ერთი წამითაც,
ის ვინც მიყვარდა, ის ვინც არ იყო

ჩემი ღირსი და ჩემი მეოხე,
თუმცა შვილების ერქვა იმედი,
თვე იყო, ზუსტად მახსოვს მეოთხე,
თვის ნახევარი, უფრო მცირედი.

ვალაგებ კადრებს შეძლებისდაგვარ,
უინტერესოს გვერდით მივაგდებ,
არ შემომხედო, მენდე, ის არ ვარ,
ვისთანაც გინდა ყოფნა დილამდე.

როგორც მჩვევია, შენი გულიდან,
გავრბივარ, უკან არ ვიყურები,
დილას სინათლე შენიღბული აქვს,
მამლებს ატყვიათ ალიყურები.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი