აკაკი წერეთელი - პოეტი, მწერალი

აკაკი წერეთელი - ფოტო

აკაკი წერეთელი დაიბადა 9 ივნისს (ძველი სტილით 21 ივნისი) 1840 წელს, სოფელ სხვიტორში, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გარდაიცვალა 26 იანვარს (ძველი სტილით 8 თებერვალს) 1915 წელს — ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.

წყარო: Wikipedia.org