0 4634

უკანასკნელი ლექსი


აღარ გსურს ჩემი ანთება,
მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!..
დამწუნებელო ბულბულის,
გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!…

უშენოდ ვეღარ ჭიკჭიკობს,
ენა ჩავარდა ბულბულსა,
მოუახლოვდა სიკვდილი,
შხამი აპკურა მის გულსა.

მაგრამ ეს შენთვის ერთია:
ცოცხალი ვიყო, გინდ მკვდარი!
აღარ აენთვის აწ სხვისგან
ჩემი დამქრალი ლამპარი!
კომენტარები (1)

პატრიკ ჯეინი მასწავლებელი - 27.05.2022

აკაკი წერეთელი საუკეთესო პოეტი/მწერალია.