ღმერთია მოწმე ..


ღმერთია მოწმე,არ მივლია
იქით საითაც,
სხვები დადიან.მიფრინავენ
სადაც მერცხლები,
და მე არ ვიცი დედაჩემო
სანამ აიტან
შვილს:
უმუშევარს,
უცოლშვილოს,
მწერალს ლექსების.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი