აქ რომ სიჩუმე მოიპოვო ..


აქ რომ სიჩუმე მოიპოვო
უნდა იყვირო.
აქ,რომ ვინმეზე მაღლა 
დადგე,
ქვემოდან უნდა უყურო.
სუსტებსაც შემორჩათ ძალა და ამბიცია
შედარებით ძლიერებს
გაუტოლდნენ და გაასწრონ კიდეც,
გეუბნები და "ვალეტით" გიჭრი
"აგურის დამას".
შეუძლებელი არ არსებობს,თუ თვალი და ხელი
ერთნაირად მერჩის ორივე.
მე ამოდგომა მჭირდება შენი ამ 
მტკივან მხარში და არა გვერდში.
გამვლელსაც ძალუძს დაგიდგეს გვერდში,
რომელიც მოგდევს სწრაფი
ნაბიჯით,
და არის ერთი გარდამავალი წამი, გითანაბრდება
და მერე გასწრებს.
შენ ძველებურად განიცდი ყოველს,
და უკვე შენი ხანმოკლე
განცდა ყველა ზღვარს გაცდა.
და ხელზე ყველა ფრჩხილების დაჭრა,
რომ აბორტია ფიქრობ თითების.
გაგიჟდი ანდა
ისე დალაგდი,რომ ქაოს იწვევს ეს სიწესრიგე.
მაინც და მაინც დამჭირდე უნდა
რომ ყველა ფიქრი 
გადმოვსხა შენში?
არა ცხადია. ახლაც მახსოვხარ.
და ნიშნად ჩემი სიტყვის
სიმყარის,
ვიღებ ჩემს ცალ-ნეკნს და გამოშვერილ ხელში
გაძლევ,უკანასკნელი საჩუქარივით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი