ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს ..

ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს
ვერ ვცემ საკადრის,მწიფე პასუხებს;
სანამ ვცოცხლობ და სანამ ვარსებობ,
სანამ სიკვდილი დამანამუსებს...

სანამ სიცოცხლე ჯერ კიდე მინდა
და სანამ ფასობს ქვეყნად მანდილი;
მინდა გრძნობები უფრო ხალასი!...
მინდა გრძნობები უფრო ნამდვილი!

მინდა რომ თქვენი თვალების სირმით
შემკული ზეცა მეფაროს თავზე
და სიკვდილამდე თუკი მივედი - 
მინდა რომ ჩემი ცხოვრების გზაზე --

მინდა რომ ამ ჩემს სავალ ბილიკებს...
მოტივად გაჰყვეს თვალები თქვენი;
თქვენ შეიძლება მაძაგებთ,მაგრამ
ეს ხოტბა არის თქვენდამი ჩემი!!!