0 1346

არც ისე შავი არ არის ზეცა ..


არც ისე შავი არ არის ზეცა,
რომ არ შეიგრძნო სიცოცხლის სუნთქვა,
ბევრჯერ ქართული აბჯარი მეცვა,
ვერ შევეჩვიე სამოსელს მუქთას..
ბევრჯერ ქარიშხლის გარინდულ ხმაში,
მესმის ბოდიში ჩუმი სიცილის,
ვერ ვხედავ შვებას ვერაფერ მსგავსში,
მამშვიდებს მხოლოდ ხმაური წვიმის..
ათასი აზრი მიბორგავს თავში
და ცისარტყელა ეხლა მომინდა
ამოვარდნილი გრძნობების ფერით,
მე დავბრუნდები შენთან ომიდან…
კომენტარები (0)