გადმოწერა: PDF

ალუდა ქეთელაური - ფოტო

მომღერალი

გაზაფხულია – პირველი სეზონი ..

გაზაფხულია – პირველი სეზონი…
გიპოვე, დაგთესე, მზით მავსებ, გეჩვევი.
ზაფხული – მეორე,
მეჩემე, მე მგონი,
ფესვად მომეჭიდე, სულ ვეღარ გელევი.
მესამე მოვიდა – მწიფე შემოდგომა,
სავსე იქნებოდი, ბგერებუხვიანი,
მარცვლებად შეგკრებდი, ღვინოდ დაგწურავდი,
წამლად მექნებოდი,
თვალებშუქიანო.
ვცდილობ, აგედევნო…
მეოთხე სეზონი…
გზა, თოვლი, ბუხარი, გიტარა, ჩაღიმება…
თითქმის დაგეწიე…
თავზე წამომადგა მეხუთე სეზონი –
შენი გაცილება…