საფლავს დამიფარავს მე მწვანე ბალახი ..

საფლავს დამიფარავს მე მწვანე ბალახი,
ხან რომ გაწვიმდება, მას შეცვლის ტალახი…
ხან კი მზეც ამოვა, მაგრამ რას გავიგებ,
საფლავში დიდ დარდებს და სევდას წავიღებ!
რამხელა დრო გადის ამხელა ლოდინში,
ვისაც დავაკლდები სულ ყველას ბოდიში!