მინდა ამოვთქვა გულის ნადები ..


მ ინდა ამოვთქვა გულის ნადები
ა რ ვიცი ჩემ თავს ახლა რა ხდება
რ ატომ დაჰქრიან ჩემში ლანდები
ი მედი როდის დაიბადება.
ვ ათენებ ღამეს მთვარეულივით
გ არინდებულა სამყაროც თითქოს.
ი რთვება დილა ციური სხივით
ჟ რჟოლავს ტუჩები და კოცნას ითხოვ.
დ იდებულია ეს ყველაფერი
ე რთად მინდა რომ ვიფრინოთ ცაში
ბ ავშობის ფერებს ერთვის სხვა ფერი
ი ღვიძებს ვიღაც გრძნობების ქარში.
შ ენზე გავგიჟი რა მოხდა მერე?
ე რთხელ ხომ მაინც გიჟდება ყველა.
ნ ამდვილად ვიცი რომ დამიჯერებ
ზ ედმეტად ვდარდობ, ზედმეტად ვღელავ
ე ს გრძნობა არის და ნუ გათელავ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი